ბათუმის შემდეგ, H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა

ბათუმის შემდეგ, H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა იმერეთში, ქუთაისში მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებთან დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა.
მისი თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.
როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ქუთაისში ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელიც.
დავთ გამყრელიძე ამბობს, რომ მისი თქმით, H1N1-ით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
H1N1-ის პირველივე სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, რომლის დაწევაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება. ბავშვებში ხშირია კრუნჩხვებიც. გართულების შემთხვევაში კი ვირუსი ფილტვების ანთებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები