სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი იქნება.
ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც მან სხვადასხვა მიმართულების მრჩეველები წარადგინა.
„როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც საჭიროა შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები