სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები წარადგინა.
პრესკონფერენცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დაევალება, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.
დიმიტრი გაბუნია იქნება საპარლამენტო მდივანი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად სიმონ პეტრიწი ინიშნება; დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში ნათია სულავა, სამხედრო საკითხებში მრჩეველი აკია ბარბაქაძე იქნება, მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია, ხოლო კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე წარადგინა სტაჟიორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, არის ქართველი, ცხოვრობდა ემიგრაციაში და სტაჟირების შემდეგ პრეზიდენტის გუნდის წევრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები