მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიორობს

ისედაც ჰქონდათ დავალება, დარღვევა იქნებოდა თუ არა, საჩივარი დაეწერათ, – ამის შესახებ ფრაქცია”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ისედაც ჰქონდათ დავალება, დარღვევა იქნებოდა თუ არა, საჩივარი დაეწერათ. თუ დარღვევა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ასეთი რეაგირება საჩივრის გზით მოხდა. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიორობა არ სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ცალკეულ უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები