დავით ჭიჭინაძე: რას ვტანჯავთ ბახტაძეს, გაუგებარია, გავათავისუფლოთ, პრემიერად ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს

პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრად უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ივანიშვილი არ დაბრუნდა პოლიტიკაში, ის ცვლილებები, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაპირების შესრულებად, თუ ის დაბრუნდება. რადიკალური ცვლილებები, რომელიც ის დაპირდა მოსახლეობას, ამ მეორეხარისხოვანი ფიგურებით არ ჩაითვლება რადიკალურ ცვლილებებად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.
ვგულისხმობს ივანიშვილის პრემიერმინისტრად დაბრუნებას. როცა საქმე გადაწყვეტილებებს ეხება, განსკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლებისას, იმას უნდა ჰყავდეს რეალური ლიდერი . ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ პრემიერმინისტრს , ვფიქრობ, რას ვტანჯავთ ამ ადამიანს ჩემთვის გაუგებარია, გავათავისუფლოთ. ადამიანი მოვიდა, როგორც ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ფინანსთა მინისტრობიდან და უცბად, ვხედავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ ქრება ეს ადამიანი.
რომ ნებისმიერ პრემიერმინიტრს სჭირდება ნდობის მანდატი. დღეს ნდობა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს აქვს. ეს გვაჩვენა არჩევნებმა. ყველა გადაწყვეტილებაზე, ყველა წარუმატებლობაზე ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი მაინც ივანიშვილი იქნება  აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ის რეალურად პრემიერმინისტრი უნდა იყოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები