დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნება“ „მოქალაქეთა კავშირს“ მაგონებს

პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნება“ „მოქალაქეთა კავშირს“ აგონებს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გაამრთულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის „მოქალაქეთა კავშირს“ მაგონებს, როცა უკვე დაშლის პირას იყო. მოგეხსენებათ, ამ პარტიას გამოეყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ახალგაზრდა გუნდი, მაშინ ე.წ. რეფორმატორების, იმიტომ, რომ მათ უკვე საერთო აღრაფერი ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომელებიც შევარდნაძესთან დარჩა. დღესაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ის ღირებულებები გააჩნიათ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნდა და არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ იმ ღირებულებებთან , რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012-ში ჰქონდა“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები