მამუკა ბახტაძე ქართველ დიპლომატებს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და დასავლელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ დიპლომატებს დღეს, ელჩების კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გასული წლის განმავლობაში საგარეო ასპარეზზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს და ქართველი დიპლომატების მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.
საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” წარმატებით განხორციელების პროცესში.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2018″, რომელიც 18 დეკემბერს გახსნა, დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები