ნუკრი ქანთარია: რაც თქვენ დაინიშნეთ ბატონო გიორგი, საკმაოდ ბევრი რთული გამოწვევა მიიღო შსს-მ და თქვენ ეს ღირსეულად გაიარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას სიტყვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და შს მინისტრის პოსტზე მისი საქმიანობა დადებითად შეაფასა.
,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, ბატონო გიორგი, რომ რაც თქვენ დაინიშნეთ, საკმაოდ ბევრი რთული გამოწვევა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს გაიარეთ ღირსეულად. ეს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრი გახლავთ, რაც არ იყო რა თქმა უნდა ადვილი და მეც მინდა შევუერთდე და თანადგომა გამოგიცხადოთ ამ თმენისთვის, მშვიდობისთვის, სიმტკიცისთვის ამავე დროს, იმიტომ, რომ მართლა ძნელი იყო იმ აგრესიასთან შეგუება ალბათ.’’- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები