გიორგი გახარია: პრინციპულად და შინაარსობრივად შეიცვალა შს სამინისტროში მიღების წესი, დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის როლზე ისაუბრა, სადაც 2018 წლის განმავლობაში, გადამზადება 33 000-მა პოლიციელმა გაიარა. „როგორც ფაქტი შემიძლია გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია არის უკვე პოლიციელების პროფესიული სასწავლებელი. მას ჩამოერთვა უმაღლესი სასწავლებლის ფუნქცია და ის თავიდან ბოლომდე არის კონცენტრირებული, პოლიციელების გადამზადებაზე. ამ წლის განმავლობაში შეიქმნა 33 ახალი კურსი და რეალურად, პოლიციის აკადემიაში 2018 წლის განმავლობაში, გადამზადება გაიარა 33 000-მა პოლიციელმა. თავიდან ბოლომდე, პრინციპულად, შინაარსობრივად შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი და პოლიციის აკადემია არის ერთადერთი კარიბჭე, მხოლოდ და მხოლოდ რისი გავლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყება. ასევე, მინდა გითხრათ, პრინციპულად ახალი სიახლე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც იწყებს სწავლას პოლიციის აკადემიაში, ის უკვე იღებს ანაზღაურებას. ეს ადამიანებს აძლევს საშუალებას, საუკეთესო ახალგაზრდებს რეგიონებიდან უფრო თამამად, გახდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ აკადემიამ დაიწყო დეტალურად სამუშაოების აღწერილობის შექმნა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – ჩვენ გვყავდა ძალოვანი სტრუქტურა, სადაც არ არსებობდა კონკრეტული თანამდებობის პირების, პოლიციელების სამუშაოების აღწერილობა და არ არსებობდა სტანდარტული პროცედურები გაწერილი. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პატრულ-ოფიცერი ან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა მის სამუშაო აღწერილობაზე და იმ ელემენტარულ სტანდარტულ პროცედურებზე გაწერილის სახით, რომელსაც ის ატარებდა ყოველდღიურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები