გია ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”: ჩანს, რომ არანაირი მშვიდობიანი აქცია არ იყო დაგეგმილი

ჩანს, რომ არანაირი მშვიდობიანი აქცია არ იყო დაგეგმილი. ამ აქციას ერთადერთი სახელი აქვს, ეს არის რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი ქადაგებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კონკრეტული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც აღნიშნულ ფუნქციას ასრულებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ადამიანები, ვინც ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას. ვფიქრობ, დავით კირკიტაძე ამ ფუნქციის შემსრულებელია. ის არის ერთ-ერთი რგოლის ხელმძღვანელი. რა ბრალდებას წაუყენებენ და როგორ დამთავრდება ეს, არ ვიცი. პასუხი იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ, ვინც ოთხ პარლამენტარ ქალბატონს თავს დაესხა და შვილების დედებს უკიდურესად ბინძური სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. ეს ის ჯგუფი იყო, რომელთა შორის არის კირკიტაძე. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ზონდერ ჯგუფებს დემორალიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციისკენ მიუძღვის წინ. ჩანს, რომ არანაირი მშვიდობიანი აქცია არ იყო დაგეგმილი. ამ აქციას ერთადერთი სახელი აქვს, ეს არის რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი ქადაგებს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები