“გრიპის ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა, რომელიც წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაკეთდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ, საჭიროა მოსახლეობამ დაიცვას ჰიგიენური ნორმები, გაანიავონ ოთახი და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
„ზამთარში ყოველთვის გვაქვს ვირუსული ინფექციების გახშირება. უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენი გვერდის საშუალებით მიეწოდება მოსახლეობას. წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აიცრა და ეს ძალიან კარგია გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე, მნიშვნელოვანია საერთო ჰიგიენური საშუალებები: ხელის ხშირი დაბანა, შენობის განიავება, სველი წესით დალაგება. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, სამსახურში და სკოლაში არ წასვლა და ა.შ.  – ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები