გიორგი ხატიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ ფორუმს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ 14-15 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა იყო თემა, რომელიც 43 ქვეყნიდან შეკრებილმა პარლამენტის წევრებმა განიხილეს.
ფორუმის მონაწილეებმა საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის მიღებისა და მეტი ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში გიორგი ხატიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის და მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა მოხდეს არამხოლოდ ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში და ინსტიტუციებში, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც.
„აუცილებელია რეგიონებში შეიქმნას და გაუმჯობესდეს შესაბამისი პირობები, რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას და მათი შესაძლებლობების რეალიზებასშეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ხატიძემ.
ფორუმის ბოლოს მონაწილეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც მომავალში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები