თეა წულუკიანი: გუშინ მოხდა აღკვეთა იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესი ჩაშლილიყო

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა მაგალითი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვუფრთხილდებით
აქ მოხდა აღკვეთა იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესი მათი მხრიდან ყოფილიყო ხელშეშლილი ან უარეს შემთხვევაში ჩაშლილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გუშინ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან აღიკვეთა ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა.
„ინაუგურაციის დღემდე ბევრჯერ ითქვა, მათ შორის ჩემ მიერ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა მაგალითი, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვუფრთხილდებით და ვიცავთ მას მაღალი ხარისხით. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ზღვარი ნებისმიერი თავისუფლების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების. გუშინ ამ თავისუფლებით მოსარგებლე პირებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, ეს იყო ნორმალური და პოლიციის მიერ თავისუფლება იყო დაცული. როდესაც ამ უფლებით მოსარგებლე პირებმა მიზნად დაისახეს, არ ეთანამშრომლათ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რათა საკუთარი უფლებით ესარგებლათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, აქ მოხდა აღკვეთა იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესი მათი მხრიდან ყოფილიყო ხელშეშლილი ან უარეს შემთხვევაში ჩაშლილი.
მათ მიეცათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი და ასეც უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები