ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის სურვილია, რომ შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და ამასთან დაკავშირებით, მან სწორი აქცენტები დასვა

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი“,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ინაუგურაციის ცერემონიაზე.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა.
“ქალბატონ სალომეს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა. ის შეეხო როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ასევე, საშინაო პოლიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთო ამოცანა არის ნატო-ში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ქალბატონმა სალომემ ბრძანა, რომ მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დაეთმობა ამ საკითხების გადაწყვეტას და საშინაო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სურვილია შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან ძალიან სწორი და კარგი აქცენტები დასვა ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები