თამარ ხულორდავა რომან გოცირიძეს: თქვენზე რომ ვინმემ იძალადოს და მე რომ იქ ვიყო, ნამდვილად ჩავერევი და ნამდვილად დაგიცავთ

მერწმუნეთ, თქვენზე რომ ვინმემ იძალადოს და მე რომ იქ ვიყო, ნამდვილად ჩავერევი და ნამდვილად დაგიცავთ, – ამ განცხადებით მიმართა რომან გოცირიძეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
ხულორდავას თქმით, გუშინ, როდესაც დეპუტატების მანქანას თავს დაესხნენ, ფაქტს რომან გოცირიძე შეესწრო და მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა.
„მანქანას მუშტებს ურტყამდნენ,შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თქვენ რომ იქ იყავით პირდაპირ გეტყვით გამიკვირდა, რომ გვაკვირდებოდით, დიდი მადლობა რომ ესე კარგად გვაკვირდებით. მერწმუნეთ, თქვენზე რომ ვინმემ იძალადოს და მე რომ იქ ვიყო, ნამდვილად ჩავერევი და ნამდვილად დაგიცავთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა თელავში დეპუტატების მანქანას გზა გადაუკეტეს. სამთავრობო ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის ოთხი დეპუტატი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო წილოსანი და ნინო გოგუაძე ისხდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თელავის თეატრისკენ არ გაატარეს. აქციის მონაწილეებმა დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები