კახა კალაძე “ნაცმოძრაობაზე”: მათ სურვილი ჰქონდათ, შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები

მათ სურვილი ჰქონდათ, შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაუგურაციის დღეს სურათი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები.
“დღეს საქართველოში არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. არც გუშინ არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, უბრალოდ, მათ სურვილი ჰქონდათ, შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაუგურაციის დღეს სურათი. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, იმ საქციელისთვის, რაც მათ გამოაჩინეს და აჩვენეს სრულიად საქართველოს და არამხოლოდ სრულიად საქართველოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და პოლიციის მუნდირს, რომ პასუხი არ უნდა აგონ. აუცილებლად, უნდა იყოს გამოვლენილი ყველა ის ადამიანი და პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები