ლაშა ჟვანია: დღეს პრეზიდენტს მოკლე შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან

დღეს პრეზიდენტს მოკლე შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა აქვს ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან.
„სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა აქვს ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან. თქვენ იცით, რომ ინაუგურაციისთვის საფრანგეთიდან ემიგრანტების შთამომავლების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოვიდა, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან და მათთან აქვს სადილი. წინანდალში ჰქონდა შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, ისევე, როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთისა და სხვა დელეგაციებთან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები