ეკა ბესელია “ევროპული საქართველოს” წევრებს მელიაზე: როგორც იქცეოდა თქვენი კოლეგა, არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი

არცერთ განცხადებაში არ დაგიგმიათ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების მხრიდან პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, – ამ სიტყვებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა.
ბესელია ოპოზიციის მხარდამჭერების გუშინდელ ქმედებებს გამოეხმაურა.
„ათასობით კილომეტრები რომ გვაშორებს ერთმანეთთან, ეს კარგად ვიცით. ვიდრე დაგვიდგენთ წესებს და დაგვიდებთ პირობებს, არცერთ განცხადებაში არ დაგიგმიათ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების მხრიდან პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. სხვათა შორის, ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, ამას წინ უძღოდა ჩვენი კოლეგის პარლამენტიდან მითითება, რომ სწორედ ამ პარლამენტის მანქანის მიმართ შეიძლებოდა აგრესიის გამოხატვა. მეც ვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.
მოგწონთ, რაც გუშინ ნახეთ და აქეთ იშვერთ ხელს, თუმცა ეს არის აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული იმათი მხრიდან, ვინც პოლიციას თავზე ახტებოდა, მანქანებს ატრიალებდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბატონ გახარიას არ უთქვამს, რომ მხოლოდ ოპოზიცია დაისჯება, მან თქვა სტატუსის მიუხედავად, ყველა დაისჯებაო. როგორც იქცეოდა თქვენი კოლეგა, არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი. საჭიროა, სწრაფი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები