გიორგი გახარია გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული, მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერმანიის ელჩს, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შედეგად არსებული გამოწვევები და მის გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები