გრიგოლ ვაშაძე გუშინდელ მოვლენებზე: ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მომიტინგეთა კონსტიტუციურ უფლებას

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მომიტინგეთა კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პოზიცია არის სრულიად გამჭვირვალე და სუფთა.
„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მომიტინგეთა კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. მედგა იქ ვიღაცა ფორმაში ჩაცმული, არ მინდა უხეში სიტყვები ვიხმარო, რომელიც მიყვებოდა, თურმე უსაფრთხოების ზონა არის თელავიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა უნდა ეკურთხა რაღაცა პოსტზე, იქიდან 30 კმ-ს ფარგლებში უსაფრთხოების ზონა იყო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები