“ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის დროს, დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან”

0

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის დროს, დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ანკარაში, საქართველოს საკონსულოში სარკინიგზო ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ცნობისათვის, ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 43 ადამიანი.
ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა.

კომენტარები

კომენტარი