თურქეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა – არიან გარდაცვლილები და დაშავებულები (ფოტო)

თურქეთში, ანკარასთან სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი ანკარიდან ქალაქ კონიას მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, ხიდს შეეჯახა და რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ დროისთვის გარდაცვლილია 4 ადამიანი და დაშავებულია – 40-ზე მეტი.
​შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწყებაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. დიპლომატიურ უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები