მელია ინაშვილის საათს აქვეყნებს, რაზეც ინაშვილი სარკასტულად პასუხობს (ფოტო)

0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გუშინ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის საათის ფოტოს აქვეყნებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, გადარჩენილია, რადგან მისივე თქმით, ინაშვილს საკმაოდ დიდი ძალა ჰქონია.
“დღევანდელი ტროფეი.
აგერაა მტკიცებულება, თუ რა ძალა აქვს მაჯებში ირმა ინაშვილს – მაგიდას როცა დაჰკრა ხელი საკუთარი საათი გაწყვიტა, ნუ ინაშვილმა დღეს დროთა კავშირიც გაწყვიტა.
პ. ს. გადარჩენილი ვარ, მტერს მოხვდა ირმას მარჯვენა”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
მის ამ პოსტს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წამზომი ჩართულია.
“დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადასცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობისთვის” წამზომი ჩართულია!!! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაქციას. ცოდოა”, – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი