თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბელიაშვილის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ფეიქართა (ნაწილობრივ), ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე: აკაკი წერეთლის გამზირის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ) და ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII, კვარტლების (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, ფხაკაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

კომენტარები

კომენტარი