ჯეიმს აპატურაი სტუდენტებს შეხვდა

0

„ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
ლექციას 15 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრას მოდერირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გაუწია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა სტუდენტებთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩაინიშნა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
„კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“,- აცხადებენ „ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“.

კომენტარები

კომენტარი