ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს

უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი მასსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ინაშვილის თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების დროს, ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას არ უსმენდა.
„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთ-მეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები