ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 1 045.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება

0

„2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას.
„C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია – 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი