“ევროპული საქართველო” 16 დეკემბერს აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
“ევროპული საქართველო” 16 დეკემბერს “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ევროპული საქართველო“ ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე”, – განაცხადა ბოკერიამ.