გიგა ბოკერია: ამომრჩეველს აცადონ შეფასება, მელია კარგად გამოვიდა თუ ცუდად და როგორი მანერები აქვს

როცა შინაარსი არ მოგწონს და ფიზიკურ გაქაჩვას იწყებ და კრიმინალური ინსტინქტების დემონსტრირებას ახდენ, ეს არის დემოკრატიასთან შეუფერებელი საქციელი. ამომრჩეველს აცადონ შეფასება, მელია კარგად გამოვიდა თუ ცუდად და როგორი მანერები აქვს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირება.
ბოკერიას თქმით, მმართველ გუნდს მოუწევს შეფასებების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა, რადგან “დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს”.
“ქუჩურ გარჩევებს აწყობენ. ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა. ამით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე ჩანს. ეს ცუდია პარლამენტარიზმისთვის, დემოკრატიისა და პოლიტიკის აღქმისთვის, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. დარბაზში მოუწევთ, იმ აზრების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ემოციური ფონით, რადგან პოლიტიკური ლიდერები გამოხატვის სხვადასხვა ფორმით გამოირჩევიან. დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს”, – განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს სიტყვიერი დაპირისპირება ირმა ინაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც ნიკა მელია რეპლიკებით აწყვეტინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები