სტრასბურგის მერმა ქალაქში მომხდარ ინციდენტს ტერაქტი უწოდა
გუშინ მომხდარი სროლა ტერორისტული აქტი იყო, – ასე შეაფასა სტრასბურგის მერმა, როლანდ რისმა, საახალწლო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტი.
“ის რაც გუშინ მოხდა, თავისთავად, ტერაქტი იყო, ფორმალურად ტერორისტული აქტი”, – განაცხადა რისმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში გუშინ საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა – 4, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი.