თინა ბოკუჩავა: ძალადობა, რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, სხდომათა დარბაზში გადმოიტანეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ არჩევნების პერიოდში განხორციელებული ძალადობა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
მისივე შეფასებით, ეს მმართველი გუნდის ლეგიტიმაციის კრიზისს ასახავს.
„ძალადობა, რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, სხდომათა დარბაზში გადმოიტანეს. ეს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს, როცა პარლამენტის წევრი მეორე წევრს უკნიდან ეპარება, როგორც ეს ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელიც ნიკა მელიას მიეპარა და ზურგში ჩარტყმას ეცადა. ამას პარლამენტის თავმჯდომარე ტრიბუნიდან უყურებს და არ გააჩერა, რაც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს განხორციელებული ძალადობა პირდაპირ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, მათ შორის, ირაკლი კობახიძის მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.