„ჯიგრები“ – პირველად საქართველოში, კომპანია 4 დღიანი სამუშაო კვირით
ქართულ ბაზარზე უკვე გაჩნდა პირველი კომპანია, რომლის თანამშრომლებიც კვირაში მხოლოდ 4 დღე იმუშავებენ. სიმბოლურია დამთხვევაც, რომ კომპანიას ჰქვია „ჯიგრები“.
„ჯიგრებს“ მიაჩნიათ, რომ ადმინის შრომა გაცილებით ნაყოფიერია, თუ მას აქვს საშუალება უბრალოდ კი არ დაისვენოს, არამედ დარჩეს დრო გართობისთვის. ახალ სამუშაო კვირას კი ცხოვრებით კმაყოფილი დაუბრუნდეს.
როგორც დამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა განმარტავს, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ადამიანები რუტინულად არ უსხდნენ საოფისე მაგიდებს.
„ჯიგრების“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საქართველოში ცხოვრების და ბედნიერების დაბალი ხარისხი სწორედ დატვირთული სამუშაო გრაფიკით არის გამოწვეული. დასაქმებულებს უწევთ მუდმივად იმუშაონ, სამსახურზე იფიქრონ, უბრალოდ გამოიძინონ და კვლავ რუტინულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება კონკრეტულად „ჯიგრების“ მომსახურებას, ისინი ინტერიერის მოხატვაზე მუშაობენ, რაც დიზანის სფეროში უახლესი ტენდენციაა. მათი აზრით, ცარიელი კედლები და ჩარჩოები წარსულს ჩაბარდა. „ჯიგრების“ იდეა ორ მეგობარს – ნიკოლოზ ბაძაღუას და ჯემალ კობალაძეს ეკუთვნის.
მათ შეუძლიათ, ემოციური გახადონ ოფისის, ბინის, ნებისმიერი დაწესებულების კედლები,
აალაპარაკონ ისინი თქვენ შესახებ. შესაბამისად, დაგეხმარონ, ამ გზითაც გამოხატოთ საკუთარი თავი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/jigrebiinteriordesign/