ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.
აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით დაიგეგმა.
უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა “სანოში” ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ქ.გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა ( ძველი საავადმყოფოს უკან)
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები