ნუკრი ქანთარია ნიკა მელიას: შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს.
“მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც აი, ეს ხიფათი ძალიან ზუსტად იგრძნეს და დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ, მიუხედავად წყენისა, მიუხედავად გულაცრუებისა და მეორე ტურში სწორედ მათი მეშვეობით მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ხიფათები, ფაქტობრივად, ავიცილეთ”, – განაცხადა ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასაც მიმართა.
“მინდა ნიკა მელიას ვუთხრა – შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.