რომან კაკულია: საჯარო მოხელეთა დაცულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ცვლილებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საჯარო მოხელეების დანიშვნასთან მიმართებაში არსებულ მოცემულობას.
“ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე არ დავუჭერ მხარს არანაირ ცვლილებას, რომელიც რადიკალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არსებულ მოცემულობას. ვნახოთ, ეს კონკრეტული ცვლილება როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მინდა ვთქვა, რომ საჯარო მოხელეთა დაცულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ინსტიტუციური მეხსიერების არქონის გამო, რა პრობლემის წინაშე დგება სახელმწიფო, როდესაც ყოველი ახალი პოლიტიკური პირი თავიდან იწყებს თავისთვის მისაღები პირების მოყვანას სამსახურში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ცნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასთან გვექნება საქმე ვნახოთ”, – განაცხადა კაკულიამ.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საჯარო მოხელის სტატუსი უწყდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს ისინი ვალდებული იქნებიან ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გააფორმონ და სამსახურში კონკურსის გარეშე შეარჩიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები