ბოლივიაში მომიტინგეებმა სასამართლოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ბოლივიაში ასობით სტუდენტი ქალაქ სანტა-კრუსში, მოქმედი პრეზიდენტის ევო მორალესის მეოთხე ვადით არჩევას აპროტესტებს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Deber” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ორის საათის შემდეგ ხანძარი ლოკალიზებული იყო. მიტინგის მონაწილეების განცხადებით, ხანძარი 10-მა ადამიანმა გააჩინა.
გასულ კვირას, 5 დეკემბერს, ბოლივიის უზენაესმა სასამართლომ მოქმედ პრეზიდენტს ევო მორალესსა და ვიცე-პრეზიდენტ ალვარო გარსიას არჩევნებში, რომელიც 2019 წლის იანვარშია დანიშნული, კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება მეოთხე ვადით მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები