ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულების რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, კიდევ 9 – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი “1TV” ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დაღუპულებს შორის 4 სამხედრო პირია, ასევე ორი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ შორის ექვსი სამხედრო პირია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” მებრძოლებმა აიღეს.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა ჩაიდინა.