მარიამ ჯაში ქართველი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებულები კონკურსის გზით გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში ჯილდო სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე მეცნიერს, ვახტანგ ჭარაიას გადასცა.
მარიამ ჯაშმა ქართველ მეცნიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება. ევროკომისიასთან და “ჰორიზონტ 2020″-თან ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, ეტაპობრივად თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ქართული მეცნიერების შესაძლებლობები. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ასევე მივუახლოვდებით მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას, რომ მთლიანი შიდა პროდუქციის სულ მცირე 1% იყოს უზრუნველყოფილი კვლევებისა და მეცნიერების ხელშესაწყობად” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები