„მსესხებელთა საყურადღებოდ!-პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებგვერდზე vali.ge“

„მსესხებელთა საყურადღებოდ! – პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე vali.ge“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, (მაგალითად: http://wali.ge/) სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები