ავღანეთში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 6 დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
თავდაპირველად ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა.
ინციდენტი დღეს, ქალაქ პაგმანსა და ქაბულს შორის მოხდა. მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა-ტერორისტმა აამოქმედა. ავღანეთის შსს-ის წარმომადგენლის ნაჯიბ დანიშის განმარტებით, სამიზნე ავტომობილი იყო, რომელშიც ავღანელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები