“მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება”

„საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია მთავრობის სტრატეგიასთან, საქართველო გახდეს ცენტრი ფართო რეგიონისთვის.
„საერთაშორისო კომპანიებზე, მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, მათ შორის მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებზე, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ცენტრი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები