ჰონგ-კონგში სასკოლო ავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ჰონგ-კონგში სასკოლო ავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post ავრცელებს.
ინციდენტი დღეს დილით, ერთ-ერთ მუნიციპალურ სკოლასთან მოხდა, სადაც ავტობუსი იყო გაჩერებული. მას შემდეგ, რაც მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ავტობუსმა მოძრაობა დაიწყო. მძღოლი ცდილობდა დაწეოდა და გაეჩერებინა სატრანსპორტო საშუალება, თუმცა ვერ მოახერხა. ავტობუსი ტროტუარზე გადავიდა და რამდენიმე ადამიანს, შემდეგ კი შენობას დაეჯახა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომობილის ქვეშ რამდენიმე გამვლელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები