ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ როლსა და მრავალწლიან ღვაწლს და გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ერს.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.