უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაბურ უსმანოვი 19 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია.
მინისტრის მოადგილემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.