პატარა მხატვარი, რომელიც კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობს…

7 წლის ქუთაისელმა მხატვარმა ვან გეგამ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 8 კონკურსის გამარჯვებული და 2 პერსონალური გამოფენის ავტორია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ იაპონიაში, „ტო­ი­ო­ტას“ საერთაშორისო კონ­კურ­სში მისმა ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა.
ახლა გეგა იტალიაში გასამგზავრებლად ემზადება. როგორ ცხოვრობს პატარა მხატვარი და რაზე ოცნებობს, „კვირამ“ იგი სასაუბროდ „პერსონაში“ მოიწვია.

– 3 წლის ასაკში დაიწყე ხატვა…
–  3 წლის ასაკში დავიწყე ბიბლიური შინაარსის ნამუშევრები იყო – დინოზავრები, ასევე საყვარელი ანიმაციის გმირები.
– ხატავ საყვარელ პერსონაჟებს, ხედებს, ქუჩებს…
– ყველაფერი მაინტერესებს, პეიზაჟები, ასევე კუბიზმის მიმდევრობით გამოვსახავ ფიგურებს, ავანგარდიც მიზიდავს.
– რატომ მოგწონს ორსახოვანი ადამიანების ხატვა?
სხვადასხვა ხასიათის და ემოციის წყობას ვცდილობ…
– რომელი საგანი გიყვარს?
– მათემატიკა, ბუნება და კოსმოსს შესწავლით ვარ დაინტერესებული, ვკითხულობ საბავშვო ენციკლოპედიებს…
–  როდის ხატავ? სკოლასაც ხომ დრო მიაქვს?
– ღამით, გვიანობამდე, ყოველი წუთი განაწილებული გვაქვს, – გართობისთვის, ხატვისთვის. ეს დედამ გვასწავლა.   სკოლის გაკვეთილები, სიმართლე გითხრათ, ნასწავლი მომაქვს.
– ქუთაისში პატარა ბინაში ცხოვრობ და ფრთის სიმცირე ხელს გიშლის ხატვაში… და მაინც, როგორ ახერხებ ხატვას?
– ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ და მისაღები დედამ სახელოსნოდ გააკეთა. იქ ვმუშაობთ, ვფუსფუსებთ, მე, უმცროსი და – მარიამი და დედიკო.
– რომელი ნახატი გიყვარს შენი შემოქმედებიდან და რაზე ოცნებობ?
შობა, ანგელოზი, ოჯახი… ყველაზე უფრო მაინც დედაშვილობაა ჩემთვის ძვირფასი. ვოცნებობ, ვიყო ღირსეული მამაკაცი, არ დამეზაროს შრომა… ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე, მინდა ნასას წევრი გავხდე…
 იაპონიაში„ტო­ი­ო­ტას“ საერთაშორისო კონ­კურ­სში მსოფლიოს ათეულში მოხვდი, 650 ათას ნამუშევარს შორის. შენმა ნაშ­რომ­მა პრიზი მო­ი­პო­ვა… რა შეთავაზებები მიიღე? 
–  ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი სიხარული, ძალიან თბილად მიგვიღეს, გავიცანი მსოფლიოს გამარჯვებული ფინალისტები და ავიღე  საუკეთესო მხატვრული და მოტირვებული ნამუშევრის პრიზი…
შემოთავზება მივიღე იტალიიდან, გამოფენის შესახებ…
– უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებული ხარ… ალბათ რაღაც ეტაპი დასრულდა შენს ცხოვრებაში…
– საქართველოს მაშტაბით 8 კონკურსის გამარჯვებული ვარ, მქონდა 2 პერსონალური გამოფენა და ახლა ვემზადები მესამე პერსონალური გამოფენისთვის.
– საყვარელი მხატვარი…
– ვან გოგი, პიკასო და, რა თქმა უნდა –  ნიკო ფიროსმანი.
– მრავალი ნახატი დედაშვილობაზე გაქვს…
– ჩემთვის დედა არის მთვარი, სითბო ყველა დღის მუზაა, ბევრი სიყვარული და ჩახუტებაა.
დედას რომ დაეხმარო,  ნახატებს ყიდი… არ გენანება?
– დედა შრომობს, რომ არ მომიწიოს ნახატების გაყიდვა, მხოლოდ იმ შემხვევაში ვყიდით, თუ ხელსაწყოს თანხა გამოგველევა, ჩემი ნამუშევრები უმეტესად გაჩუქებულია, საყვარელ ადამიანებზე…
– როგორ გარემოში გიყვარს ხატვა?
მყუდრო გარემო, კლასიკური მუსიკა, ანუ ზოგადად მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია… მიყვარს ხატვა ზაფხულის ბუნებაშიც...
შთაგონება  მაშინ მოდის, როცა რაღაც ძალიან გიყვარს, გენატრება… ემოციები, აზრები გროვდება…  ან სიზმრებს ნახულობ, ან წიგნს წაიკითხავ…
– ჩოხოსანთა რიგებს შეუერთდი…
– დიახ, ძალიან გაგვიხარდა და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ – სამივე, მე, დედა და და – მარიამი,  მიგვითეს ჩოხოსანთა რიგებში. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა …
– რატომ აირჩიე ფსევდონიმად „ვან გეგა“?
– ვან გოგის პორტრეტი დავხატე და მას შემდეგ ვან გეგას მეძახიან…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები