ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია გამართა

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.
როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.
დამფუძნებლებს შორის არიან ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძეც.
მოძრაობის წევრების თქმით, ისინი რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობასთან გაერთიანებას არ გეგმავენ და იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნება, ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.
ცნობისათვის, მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები