გუგეშაშვილი: „თავდაცვის” სასკოლო სახელმძღვანელო ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს

„თავდაცვის და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელო არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს, – ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
გუგეშაშვილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის გადადგომას ითხოვს.
„თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ქმნის წიგნს, რომელიც უნდა ასწავლონ იანვრიდან 14 სკოლაში, სადაც საქართველოს გმირული ისტორია და მაგალითები არის მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დაფუძნებული.
ეს წიგნი არის ანტისახელმწიფოებრივი , რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს.
13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი. გმირობის უამრავი მაგალითი იყო , რასაკვირველია, გმირობის უამრავი მაგალითი იყო 2008 წელს. საერთოდ, არ შეიძლება გმირი ბიჭების შედარება. ისევე როგორც არ შეიძლება გმირობის შედარება. თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს 13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე ომს, გმირობის მაგალითებს.
ჩვენი მოთხოვნაა გადადგეს თავდაცვის მინისტრი იზორია თავის მოადგილეებითურთ, განათლების მინისტრი, მოადგილეებითურთ. თავდაცვის და უშირშროების კომიტეტის თავმჯდომარე პარლამეტში სესიაშვილი, რამეთუ გაგებაში არ არიან, რომ საქართველოში გმირობა და გმირი ბიჭების მაგალითები არ დაწყებულა 2008 წლიდან.
შეჩერდეს ამ წიგნის ბეჭდვა . თითოეული თავი რაც ეხება სამშობლოს დაცვას შეთანხმებული იყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან, არასამთავრობო ორგანიზაცებითან, ვეტერანების საქმეთა სახელმეწიფო სამსახურთან“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით განცხადება ფონდ „მოლოდინის“ წევრმა ბელა ზალდასტანიშვილმაც გააკეთა, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული ოთხი შვილის დედაა.
„ძალიან აღელვებული და აღშფოთებული ვარ ამ ამბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა რას შესწირეს თავი, რაზე დაიღუპნენ ვეღარ გავრკვეულვართ. ძალიან მწარეა. ამ ჩვენს გაჭირვებას მარილს ნუღარ აყრიან. ნუღარ გვამწარებენ. ცოდვები ვართ დედები“- განაცხადა ბელა ზალდასტანიშვილმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი განმარტავს თუ რა წერია „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელოს პროექტში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გელაშვილმა განუცხადა, სახელმძღვანელოს პროექტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა სამხედრო აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს პროექტში ომი განმარტებულია როგორც სამხედრო საფრთხე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ომმა. მასში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტებს – საფრთხეების შეფასების დოკუმენტს და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას.
„ამ სამხედრო საფრთხეებიდან ერთ-ერთ ვარიანტად არის მოყვანილი 2008 წლის ომი. ანალოგიურად არის ნახსენები ყარაბაღის ომი, სირიის კონფლიქტი, ანუ სახელმძღვანელოში საუბარია არა კონკრეტულ სუბიექტებზე, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არამედ საუბარია იმაზე, რომ სამხედრო საფრთხე არის ომი და არის მოყვანილი ამის კონკრეტული მაგალითები. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი დრო აქვს დათმობილი”- განაცხადა გელაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები