თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს, პრაქტიკულად, არ იხილავს

სტრასბურგის სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს, პრაქტიკულად, არ იხილავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნებს ბევრი რამ შეიძლება უსაყვედურო, მაგრამ არა ის, რომ შედეგი არალეგიტიმურია.
წულუკიანის განცხადებით,მეორე საკითხია ხარვეზები და ამაზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.
„სტრასბურგის სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს, პრაქტიკულად, არ იხილავს. ეს არის პრეცედენტული სასამართლო და ამიტომ, პრეცედენტი უნდა არსებობდეს. იქ მრავლად არის პრეცედენტი – პარლამენტი, მუნიციპალიტეტები და საკრებულოები, ქართული ეკვივალენტი რომ გამოვიყენოთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ პრეცედენტი მე პირადად, არ მახსენდება და ასე რბილად ვიტყვი, რომ განცხადების ავტორის კრიტიკა არ გამომივიდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები