მექსიკაში 6 პოლიციელი მოკლეს

მექსიკაში დანაშაულებრივი ჯგუფის პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 6 სამართალდამცავი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შტატ ჰალისკოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. შეიარაღებული თავდასხმა ლა-უერტას მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით მოხდა. ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის რაიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები