აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა თავი მოიკლა
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთიდან, ვიცე-ადმირალმა სკოტ სტირნიმ, რომელიც მეხუთე ფლოტს მართავდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.
სტირნის ცხედარი ბაჰრეინში, მისსავე რეზიდენციაში პირველ დეკემბერს იპოვეს. ადმირალი ჯონ რიჩარდსონი, რომელიც საზღვაო სამხედრო ოპერაციებს კურირებს, აცხადებს, რომ სტირნის თვითმკვლელობის მიზეზი მისთვის უცნობია.
“ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა სტირნის ოჯახისთვის, ის ძლიერი პროფესიონალი იყო, არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე და მეგობარი”,- აცხადებს რიჩარდსონი.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ და თვითმკვლელობის მიზეზს იძიებენ.